ოპოზიცია პროკურატურის წინააღმდეგ

20 თებერვალი 2017, 00:00 1746 ნახვა

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად მათ სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუმცა გადაყენებისთვის 76 ხმაა საჭირო. საპარლამენტი უმცირესობა ასევე აპირებს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს. შოთაძის გადაყენების მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი