თბილისში, რამდენიმე ადგილას, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად რვა პირი დააკავეს.
ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კლუბია, სადაც სამი პირი დააკავეს.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპოლიციო ღონისძიებები თაღლითურ სქემას უკავშირდება.