შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "დინამო" ბათუმი პირველ ეტაპზე ალბანურ "ტირანას" დაუპირისპირდება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები კი 13 და 20 ივლისს ჩატარდება. პირველ შეხვედრას ბათუმელები გასვლაზე ითამაშებენ.
კონფერენსლიგაზე კიდევ ორი ქართული გუნდი ასპარეზობს. ქუთაისის "ტორპედო" "სარაევოს" შეხვდება, ხოლო გორის "დილა" "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდება.