შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი დინამო თბილისი პირველ ეტაპზე ყაზახეთურ ასტანას დაუპირისპირდება.
მატჩები 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება. თბილისელები პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებენ.