ლუკა პარკაძე „ბაიერნის“ ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშებს

20 ივნისი 2023, 10:40 423 ნახვა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი ლუკა პარკაძე უკვე მიუნხენშია და "ბაიერნის" დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს. პარკაძე დუბლებში ივარჯიშებს მანამ, ვიდრე "ბაიერნის" მთავარი შემადგენლობა შეიკრიბება.

18 წლის ფეხბურთელი სეზონისთვის მზადებას მთავარ გუნდთან ერთად დაიწყებს.სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მიუნხენელები - დატოვებენ ლუკას თუ იჯარით სხვა კლუბში გაუშვებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხულია, პარკაძემ დუბლებში ითამაშოს. 2022 წელს პოპულარულმა ინგლისურმა გამოცემა "გარდიანმა" ლუკა პარკაძე მსოფლიო ფეხბურთის 60 ტალანტს შორის დაასახელა.

გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკეტი" მას 150 000 ევროდ აფასებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში