დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო წრის წილისყრა გაიმართება.
ცნობილი გახდება 4 ქართული კლუბი მეტოქეთა ვინაობაც. ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ‘’დინამო’’ თბილისი წარადგენს, რომლის წილისყრაც თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბია: განთესილი ‘’დინამო’’ ბათუმი და განუთესავი ‘’დილა’’ და ‘’ტორპედო’’.
წილისყრა 20 ივნისს 17:00-ზე დაიწყება.