დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში გლაზგოში, შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შოტლანდიას 3 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველოს 2 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კი 4 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.
საქართველოს და შოტლანდიის ნაკრები გუნდები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 2 მატჩი საქართველო მოიგო, 2 კი შოტლანდიამ.
დღევანდელი მატჩი "ჰემპდენ პარკზე’’ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.