ტრეფიკინგის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

17 ივნისი 2023, 12:01 553 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ, საქართველო ისევ პირველ კალათაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სრულად აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, ტრეფიკინგის დასამარცხებლად.

ანგარიშში წერია, რომ პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, მთავრობა სერიოზული ძალისხმევის დემონსტრირებას განაგრძობდა და პირველ კალათაში დარჩა.

დეპარტამენტი აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოში ტრეფიკინგის დასამარცხებლად გადაიდგა. ანგარიშში სახდეპი რამდენიმე რეკომენდაციასაც იძლევა. მათ შორისაა - ტრეფიკინგში დამნაშავეთა გასამართლების, კომერციულ სექსში ჩართული მსხვერპლის უფრო აქტიურად გამოვლენის და გამოძიებაში ჩასართავად მსხვერპლთა წახალისების შესახებ.

ასევე, სამართალდამცველი ორგანოების შესაძლებლობათა გაუმჯობესებაზე, რთული საქმეების გამოსაძიებლად. მათ შორის ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და ციფრული მტკიცებულებების საკითხებში, ტრენინგების გასაუმჯობესებლად. ნათქვამია, რომ გაზრდილია მსხვერპლთა დაცვის ძალისხმევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში