ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სპორტული ცენტრის მოჭიდავეს, მამუკა კორძაიას შეხვდა, რომელმაც სინგაპურში გამართულ მსოფლიო სერიის მეორე ეტაპზე ქვიშის ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლის მფლობელები ასევე გახდნენ ნიკა კენჭაძე და დავით ფირუზაშვილი, ხოლო ლევან ქელეხსაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღნიშნული ჯილდოების გარდა, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა სინგაპურში გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.