გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

16 ივნისი 2023, 17:59 810 ნახვა

ცნობილმა გერმანულმა ვებ-გვერდმა Trasnfermartk-მა საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა, რის შედეგადაც, გიორგი მიქაუტაძის სატრასფერო ღირებულება 10 მილიონი ევრო გახდა, მანამდე მიქაუტაძე  6 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ამ მაჩვენებლით კი ქართველი თავდამსხმელი მეცში“ და ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

საფრანგეთში სატრანსფერო ფასების განახლების შემდეგ, 500 000 ევროთი მოიმატა ზურიკო დავითაშვილის სატრასფერო ღირებულებამაც და ახლა მისი ღირებულება 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. დავითაშვილი ამ მაჩვენებლით „ბორდოში“ მეოთხეა, ლიგა 2-ში კი მე-20-ზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამავდროულად, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი