ავარიის დროს დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

16 ივნისი 2023, 17:48 1043 ნახვა

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ვიტალი ზოიძეს, რომელსაც გამოძიება ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. 13 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „ეუფორიასთან“ ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა, ერთი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. პროკურატურის ვერსიით, პოლიციელი იმ საღამოს საჭესთან ნასვამი იყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში