რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ და ვის გულისხმობდა ლაჩრულად წაგებულ ომში - განმარტებებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აკეთებენ. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მთავრობის თავმჯდომარის სიტყვების გამიზნული ინტერპრეტაცია ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და რიჟვაძე არა ქართველ გმირებს, არამედ მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას გულისხმობდა.