აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად

19 თებერვალი 2017, 00:00 3331 ნახვა
00:00
00:00

რუსთავი 2-მა მაუწყებლობა განაახლა. არხი პირდაპირ ეთერში იმ აქციით დაბრუნდა, რომელიც მისსავე მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე გაიმართა. აქციის მონაწილეები პარლამენტის ძველ შენობასთან მსვლელობით მივიდნენ. მათ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოა, ნიკა გვარამიას თქმით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. მათ რუსთავი ორის წილებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში