პირველკლასელთა ვაკანტური ადგილები აღარ არის - განცხადებების მიღება გრძელდება

14 ივნისი 2023, 14:50 965 ნახვა

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია გრძელდება, პარალელურად კი მშობელთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს.

ბათუმის საჯარო სკოლების ნაწილში ვაკანტური ადგილები აღარ დარჩა, სკოლაში ჩარიცხვის მსურველები კი სასურველ სკოლებს მიმართავენ. ზოგ სკოლაში ასზე მეტი განაცხადია შესული.

დირექტორების თქმით, პირველ ეტაპზე პრიორიტეტულად მოსწავლეების დედმამიშვილებს, ასევე სკოლასთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებს მიიღებენ, რისთვისაც  შესაბამისი ფართის გამოყოფასთან ერთად, მასწავლებლების მისაღებად კონკურსების გამოცხადებაც იგეგმება.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დამატებითი მიღება რეგისტრაციის ეტაპების დასრულების შემდეგ გამოცხადდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი