ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდება

14 ივნისი 2023, 12:05 640 ნახვა

საქართველოს პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება. დაგეგმილია აუდიენცია ბელგიის პრემიერთანაც. ეს და კიდევ სხვა მაღალი დონის შეხვედრები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ბრიუსელში გაიმართება. დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხია.

მთავრობის მეთაური ევროპელ პარტნიორებს იმ სამუშაოებს გააცნობს, რომლებიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში ტარდება. ევროპული საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო იზრდება.

შეხვედრებთან ერთად დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი