ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში

14 ივნისი 2023, 11:40 682 ნახვა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელთა ამოქმედების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს ასარჩევად პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, შეიცვალა მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით  მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა.

ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და  პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება კენჭი.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი