ბათუმის "ბსბ" ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

13 ივნისი 2023, 15:13 782 ნახვა

საქართველოს ხელბურთის 33-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის შავი ზღვის ბიჭები გახდა. ფინალური სერიის მეორე შეხვედრა "პეგასის" გამარჯვებით 23-24 დაასრულდა.

გამომდინარე იქედან რომ პირველი შეხვედრა ბათუმელებმა  22-21 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 45-45 დაფიქსირდა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ბათუმელებმა 4-2 მოიგეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მშობლიურ ქალაქში აღმართეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ,  "ბსბ"-მ საქართველოს თასი მოიგო, სადაც ასევე "პეგასი" დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში