საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ბორდოს“ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, ზურიკო დავითაშვილის გუნდმა ლიგა 1-ში გადასვლის შანსი დაკარგა. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ აღზევდა.
ლიგა 2-ის ბოლო ტურში „ბორდოს“ „როდეზის“ მინიმუმ ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ ჟირონდელებმა გოლი გაუშვეს, რასაც თამაშის შეწყვეტა მოჰყვა. გოლის ავტორს „ბორდოს“ ერთ-ერთმა ქომაგმა ხელი უბიძგა, რის გამოც არეულობა დაიწყო.
შედეგად, „ბორდოს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და მომდევნო სეზონსაც -1 ქულით დაიწყებს.