საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ამერიკის ვიცე - პრეზიდენტთან საუბრისას მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. ჰააგის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრისას კი საუბრის ერთ-ერთი თემა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი სხვადასხვა შესაძლო სამხედრო დანაშაულის გამოძიება იყო. რიგით 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. კონფერენციას 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური და 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ესწრება.