ბათუმელებს კარგად ახსოვთ წყალბურთელი პეტრე ბრეუსი, რომლის სახელობის თასის გათამაშება მალე გაიმართება და ადგილობრივი გუნდი ახლა სწორედ ამ ტურნირისთვის ემზადება.
გუნდის მესვეურები ამბობენ, რომ წყალბურთი არამარტო სპორტი, არამედ ჯანსაღი ცხოვრების საუკეთესო მაგალითია და აუცილებელია გუნდის განვითარებაზე ზრუნვა, რადგან ვის თუ არა, ბათუმს უნდა ჰყავდეს ძლიერი გუნდი წყალბურთში.