გორგილაძის ქუჩაზე „ბათუმის წყალის“ ტექნიკური ჯგუფები მობილიზებულია და დაზიანების აღსადგენად აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს - ინფორმაციას “ბათუმის წყალი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციიათ, სამუშაოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება სასმელი წყლის მილზეა, გორგილაძის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება 00:00 საათამდე შეეზღუდება.
„დაზიანების მომენტშივე, დაიკეტა წყალმომარაგების ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამჟამად, მიმდინარეობს დაზიანებული მილის აღდგენითი სამუსაოები. ეს ცენტრალური მილსადენი გორგილაძის ქუჩას ამარაგებს წყლით. შესაბამისად, დაზიანების აღდგენამდე, აღნიშნულ არეალში წყალმომარაგება შეზღუდული იქნება“ - აცხადებს „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორის მაოდგილე დავით ბექაია.