ბსუ-ს გასვლითი სასწავლო ტური სინოპში

09 ივნისი 2023, 15:04 632 ნახვა

არქეოლოგია და ტურიზმი - ბათუმის უნივერსიტეტი სინოპთან გაცვლით პროგრამებს და სამომავლო თანამშრომლობას გეგმავს. მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებს  შორის 2018 წელს გაფორმდა, თუმცა პანდემიის გამო გეგმები ვერ განხორციელდა. დღეს კი უნივერსიტეტების ხელმძღვანელები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სინოპში იმყოფებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი საუნივერსიტეტო ქალაქს გაეცნენ. დაათვალიერეს ტურიზმის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა.

ეს ის სტუდენტები არიან, რომლებიც კომპანია ექსპო ბათუმის საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში