ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

09 ივნისი 2023, 11:15 607 ნახვა

14 წლის ქუთაისელ ფიდეს ქალთა ოსტატმა ანასტასია კირთაძემ ბათუმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში 14-წლამდელთა შორის, ერთი ტურით ადრე მოიპოვა მსოფლო ჩემპონის ტიტული.

აქვე გეტყვით, რომ აპრილში გამართულ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15-წლამდელთა შორის ტურნირი წაუგებლად დაასრულა და იქაც ოქროს მედალი მოიპოვა.

კირთაძემ ამჯერადაც დაუმარცხებლად განვლო შეჯიბრება - რვა პარტია მოიგო, სამ მეტოქეს ყაიმზე შეუთანხმდა და თერთმეტი შესაძლებლობიდან 9.5 ქულას მოუყარა თავი.

ბათუმში 18-წლამდელთა შორის წარმატებით ითამაშა დიანა ლომაიამ, რომელმაც თერთმეტი შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. 10-11 ინვისს კი მედლები ელვისებურ ჭადრაკში გათამაშდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი