ოპოზიცია მინუს "ნაციონალური მოძრაობა" - ასეთია "ლელოს" გამარჯვების გასაღები.
"ლელო" ამბობს, რომ არჩევნებისთვის საჭიროა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შეკრებით - ამ კონფიგურაციაში "ლელოს" ლიდერები კატეგორიულად არ მოიაზრებენ "ნაციონალურ მოძრაობას".
უმრავლესობა ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან ხელოვნური გაერთიანების მცდელობაა.