დღეს ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებთან ერთად ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იკრიბებიან.
იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა საქართველოში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, როგორ ხორციელდება ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულება - ამ თემების განსახილველად დახურულ კარს მიღმა საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მიმდინარე პროცესებს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი საქართველოსთვის დღევანდელ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.