პროფეისების გაცნობა და სხვადასხვა სპეციალობის სწორად არჩევა- ეს ის საკითხები იყო, რომლებზეც პროექტ „პროფესიული თვითგამორკვევის“ ტრენერებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში შეხვედრა სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა. პროექტი „ თემის ელჩების“ ფარგლებში შეირჩა, რომლის მიხედვითაც ქედისა და ხულოს ცხრა საჯარო სკოლაში მოსაწავლეებთან შეხვედრები გაიმართება. პროექტის მიზანი მოსწავლეების თვითგამორკვევასა და პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებაა.