„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის ხარისხის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე პროკურატურას მიმართა

07 ივნისი 2023, 18:38 545 ნახვა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულმა უსაფუძვლო დეზინფორმაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა კომპანიის იმიჯი.

„წყლის ხარისხზე მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებას 2019 წელსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმართა სასამართლოს და შედეგად ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს მოუწიათ საჯაროდ ბოდიშის მოხდა. ამჯერად კომპანიამ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები და მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი”, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. მათივე განცხადებით, ხარისხის კონტროლს „ჯივიპის“ ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი