დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

07 ივნისი 2023, 10:54 703 ნახვა

უკრაინის ხერსონის რეგიონში მთავარი კაშხლის განადგურების შემდეგ  ძლიერი წყალდიდობაა. მაშველთა ჯგუფები  მოსახლეობის ევაკუაციას ახდენენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ წყლის დონე მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ადგილობრივები  უსაფრთხო ადგილებში გადასვლას   სატვირთო ავტომობილებით და ნავებით ცდილობენ. დაშავებულების დასახმარებლად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. მდინარე დნეპრის სამხრეთ ნაპირზე დასახლებული პუნქტებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.  წყლით მთლიანად დაიფარა ქუჩები, ქალაქის მოედნები და სახლები. 

კაშხლის ჩამონგრევაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ნგრევამ წყლის უკონტროლო გადინება და ძლიერი  წყალდიდობა გამოიწვია საბრძოლო მოქმედებების ზონაში. დატბორვის საფრთხე 80-მდე დასახლებულ პუნქტს ემუქრება, სადაც  42 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი