თოვლი და ლიპყინულია გზებსა და ტროტუარებზე ბათუმში. ამ დროისათვის ცენტრალური გზები გაწმენდილია. ასევე გაწმენდილია ტროტუარების ნაწილი. როგორც სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, სამსახურის 600-მდე თანამშრომელი და სპეც - ტექნიკა მუშაობს. მათივე ინფორმაციით გზები იწმინდებოდა ღამის განმავლობაში და იყრებოდა ტექნიკური მარილი. როგორც ირაკლი პაპუნაიშვილი აცხადებს, გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ხვალისთვის ტროტუარების და ჩიხების გაწმენდა დასრულდება. რაც შეეხება სასწრაფო და სამაშველო სამსახურის მონაცემებს, ღამის განმავლობაში ყინულის გამო დაზიანების გამო არცერთი გამოძახება არ დაფიქსირებულა.