ევროკავშირის ელჩი უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

06 ივნისი 2023, 17:59 814 ნახვა
00:00
00:00

საქართველოში  ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი  აჭარაში  სამდღიანი ვიზიტით  იმყოფება. პირველი შეხვედრა ელჩმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  დავით გაბაიძემ ევროკავშირის მხარდაჭერით   განხორციელებულ პროექტებსა და ცვლილებებზე ისაუბრა. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს როლს. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს  სამომავლო  თანამშრომლობისთვისაც. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში