არ სიამოვნებთ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩემი საუბარი, თითქოს სააკაშვილი მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს - პრემიერი

06 ივნისი 2023, 12:57 1038 ნახვა

 „არ სიამოვნებთ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩემი საუბარი, თითქოს სააკაშვილი ვაწამეთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძლიერი გადაწყვეტილებით" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„თუ არ ვცდები, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს აშშ-ში ყოფილი ელჩი, ბატონი იაკობაშვილი იყო ჩართული ამ ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. როგორც დაიქირავა სააკაშვილმა, მისმა დედამ, გახსოვთ, ლობისტური კომპანია და გადაიხადეს ოფიციალურად მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი და სხვა ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდგ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი. ეს არ სიამოვნებთ, რომ მე გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმებზე და ამაზე ღიად ვლაპარაკობ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას ოჯახის დაფინანსებაზეც და განაცხადა, რომ ხოშტარიას და მის ოჯახს არ აქვთ პრობლემა, მიიღონ რუსული ფული.

" ხოშტარიას პარტიას არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია, დადიან, ეძებენ დესტრუქციულ საქმიანობას, აყენებენ შეურაცხყოფას ადამიანებს და მათ შორის ჩვენ საამაყო პოლიციელებს, ვითომ ხმალამოღებით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს...

მინდა, უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ კითხვაზე. კითხვა დაუსვით ამ ადამიანებს, რა გაუკეთებით ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე, რატომ დააგვიანეს, რატომ არ დაიწყეს მოლაპარაკებები იგივე ასოცირების შეთანხმების თაობაზე, უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, სამი წელი დააგვიანეს, დაიწყო მანამდე მოლდოვამ, უკრაინამ, ყველამ, სამი წელი, სამი წელი კი არა, სამი დღე რომ დაგვეგვიანა ჩვენ, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავს ატეხავდნენ აქ. ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს საკუთარ თავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი