პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბავშვებზე სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. საგამოძიებო უწყებას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ამ წუთებში გამოკითხვაზეა პოლიციაში.
გამოცემა ,,ბათუმელების“ ინფორმაციით, საუბარია 7-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ.