მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

06 ივნისი 2023, 11:30 653 ნახვა

დღეიდან 12 ივნისის ჩათვლით, ბათუმი მაღალი რანგის საჭადრაკო ღონისძიებას უმასპინძლებს.  მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 8, 10,12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება 5-8 ივნისს, ელვისებურ ჭადრაკში კი 9-12 ივნისს. 

ტურნირები ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. გუშინ კი  მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში ჩემპიონთა მატჩი დაიწყო.

ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოს და უკრაინის ეროვნული გუნდების წევრები, მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეები: მერი არაბიძე - ნინო ბაციაშვილი და ანა მუზიჩუკი - მარია მუზიჩუკი.

ასპარეზობა შვიდ დღეს გაგრძელდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში