მომღერალ გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ქობულეთში. კოლეგებმა და მეგობრებმა გურამ თამაზაშვილის შემოქმედება გაიხსენეს და მისივე ცნობილი სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიებაში ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული მუსიკალური ანსამბლები: "რერო", "მხედრული" "ალილო" და "ანსამბლი ბათუმი" მონაწილეობდნენ. ღონისძიება, ქობულეთის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ასევე გურამ თამაზაშვილის 70-წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,სოფელ ხუცუბანში მომღერლის საფლავი ყვავილებით შეამკეს. ხუცუბნის სახელოვნებო სკოლას კი გურამ თამაზაშვილის სახელი მიენიჭა.
გურამ თამაზაშვილი 2009 წელს 56-წლის ასაკში გარდაიცვალა.