ქალაქ ვილნიუსში გამართულ სპორტულ ტანვარჯიშში ქალი-მსაჯების საერთაშორისო კურსებში კვალიფიკაციის ასამაღლებული გამოცდები ბათუმელმა მსაჯებმა წარმატებით ჩააბარეს. კვალიფიკაციის მესამე კატეგორია მოიპოვეს ქეთევან ბოლქვაძემ და რუსუდან სიხარულძემ. ჯამში სულ 57 ფედერაცია მონაწილეობდა. ყოველი ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია, ტანვარჯიშის ყველა დისციპლინაში მსაჯებისთვის ატარებს გამოცდებს. წარმატებებული მსაჯები საერთაშორისო ჩემპიონატებზე და ტურნირებზე და ასევე ოლიმპიურ თამაშებზე იმსაჯებენ.