საქალაქო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პრემიერის თქმით,ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი.
ამისთვის კი მისივე ინფორმაციით, 154 ახალი ავტობუსს იყიდის მთავრობა, რომელიც იქნება ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
ამ საკითხის გარდა პრემიერმა ასევე თქვა, რომ თბილისში,ვაზიანის ყოფილი აეროპორტის ადგილას ახალი საერთაშორისო კლასის აეროპორტი აშენდება.