პოლიციამ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული. მათივე ცნობით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს.
„რეტროს“ თანამშრომლის თქმით, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანის ცემა ქუჩაშიც გააგრძელა.
პროტესტის ნიშნად, რესტორანი თხუთმეტმა დასაქმებულმა უკვე დატოვა. როგორც ცნობილია, ისინი დღეს აპირებენ საგანგებო ბრიფინგის გამართვასაც.
ამ დროისთვის რესტორან "რეტროში" შრომის ინსპეციის თანამშრომელბი იმყოფებიან და საქმეზე მოკვლევას აწარმოებენ. როდის დაასრულებენ შრომის ინსპექტორები მუშაობას ამ ეტაპზე უცნობია.