2 ივნისს ახალგაზრდების დაკავება გააპროტესტეს თბილისში. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.
საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან რჩება მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, რომელმაც კარავი გაშალა.
გუშინ აქციას შეუერთდნენ მე-3 სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.