ძმის მკვლელობისთვის 35 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს

03 ივნისი 2023, 18:02 719 ნახვა

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ძმას ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით, ძმას დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი