სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა დასრულდა. მასში აჭარაში მოქმედი სახელოვნებო, საჯარო და კერძო სკოლების ასევე კულტურის ცენტრების 82 საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლი და 2 ათასზე მეტი შემსრულებელი მონაწილეობდა.
დასკვნით საღამოზე, გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტი და დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ, ისინი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ, ანსამბლების ნაწილს კი აჭარის განათლების სამინისტრო სასცენო ფორმებს გადასცემს.
ამასთან აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გრანპრის მფლობელ ანსამბლებს გასტროლებიც დაუფინანსდებათ.