FIBA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო, ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელ, ზურაბ საკანდელიძეს, FIBA-ს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ.
ლეგენდარული მცველი XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972 მიუხენი), XIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფლობელი (1969), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო მცველი (1967), კონტინენტის სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967) და მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გახლდათ.