ლეღვაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დააკავეს - სასამართლო პროცესი

02 ივნისი 2023, 15:01 1251 ნახვა
00:00
00:00

ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებულის მამა დააკავეს. გამოძიება მას მოწმეებზე ზემოქმედებას ედავება.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მოწმეებს აიძულებდა სასამართლოზე ცრუ ჩვენება მიეცათ.  დაკავებულის სასამართლო პროცესი  რადენიმე წუთში დაიწყება.   

შეგახსენებთ, 27 მაისს ლეღვაში მკვლელობა მოხდა, 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი სოფლის სტადიონის ტერიტორიაზე დამარხული რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.

საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დამნაშავემ ქვეყანა გამოძიების დაწყებამდე დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში