"ბათუმის წყალი" სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ "ბათუმის წყლის" მთავარი ფასეულობა ხარისხიანი და უსაფრთხო სასმელი წყალია.
მათივე ცნობით, „ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია სასმელ, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს იკვლევს.
"სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი, ლაბორატორიული შემოწმება წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და ქალაქის ქსელის სხვადასხვა წერტილიდან აღებულ სინჯებზე ტარდება. „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.
„ბათუმის წყლის“ მიერ მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს"- აცხადებენ კომპანაიში.