''დინამო'' ბათუმმა ''ტორპედოსთან'' დრამატულ შეხვედრაში ქულები დაკარგა

01 ივნისი 2023, 23:13 997 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი საკუთარ მოედანზე ქუთაისის ''ტორპედოს'' დაუხვდა და ფრედ 1-1 დასრულდა.

მატჩი დრამატული გამოვიდა და რიონისპირელებმა ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე მოიპოვეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. 78-ე წუთზე კი ''ტორპედო'' 10 კაცის შემადგენლობით დარჩა. მჭედლიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. 82-ე წუთზე ანგარიში კი პენალტიდან ლადო მამუჩაშვილმა გახსნა და შავიზღვისპირელები წინ გავიდნენ.

შეხვედრის ბოლო წუთებზე ''დინამო'' კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ეს შეტევა გეგუჩაძის გუნდმა ვერ გამოიყენა. 

97-ე წუთზე კი ბათუმელთა კარისკენ დარტყმული კარიმა შერგელაშვილმა დაარტყა, რომელის მოგერიებასაც კონატე ცდილობდა, თუმცა საბოლო ჯამში საკუთარ კარში ჩაჭრა გამოუვიდა.

ამით ეროვნული ლიგის მეორე წერე დასრულდა. ორი წრის შემდეგ ეროვნული ლიგის ლიდერი 39 ქულით სწორედ ბათუმელები არიან, 1 ქულით ნაკრები აქვს ''საბურთალოს''  , ხოლო მესამე ადგილზე მყოფ ''სამგურალს'' 36 ქულა გააჩნია.

მომდევნო ტურში ''დინამო'' ბათუმი 5 ივნისს შინ მთავარი კონკურენტის ''საბურთალოს'' წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი