დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია, სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია-შარლ მიშელი

01 ივნისი 2023, 14:10 742 ნახვა

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია. სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია, რათა მოხდეს საჭირო რეფორმების იმპლემენტაცია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა,

მიშელის თქმით, „ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ მისი პირადი მხარდაჭერისა და ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი“.

„იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეებში გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მკაფიო არჩევანი გაკეთდეს. არა რუსების გასახარად, არამედ მკაფიო არჩევანის გასაკეთებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მომავალი იქნება დაფუძნებული ამ ფუნდამენტურ, ევროპულ ღირებულებებზე – მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს საქართველოში ვიზიტს, შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოხარული იქნებოდა, კიდევ ერთხელ ჩამოსულიყო საქართველოში, რათა შეხვედროდა ქართველ ხალხს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი