ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მასშტაბურ პოლიტიკურ სამიტს მოლდოვის დედაქალაქი მასპინძლობს.
ფორუმში 47 ქვეყნის ლიდერი ჩაერთვება, ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.
პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.