საკრებულოს სხდომა ხულოში

31 მაისი 2023, 14:05 835 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მდებარე  თვითმმართველობის საკუთრებაში რეგისტრირებული  რამდენიმე  მიწის ნაკვეთი  ავტონომიური რესპუბლიკის  საკუთრებაში გადაიცა.

საუბარია რამდენიმე სოფელში  არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც შპს ,,აჭარის წყლის ალიანსი“ კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - მშენებლობის პროცესში გამოიყენებს.

თვითმმართველობამ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ასევე საკუთრებაში გადასცა სპორტსკოლისა და ცენტრალური მოედნის ტერიტორიებიც. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში