წყალმომარაგებისა და წყალარინებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 5 ტერიტორია გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებითაც.
საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საფინანსო და გასული წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების ანგარიშები.
საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, მერიის მიერ აუთვისებელი დაახლოებით მილიონი ლარი დარჩა, მაგალითად: ანგარიშის მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პირველი კვარტლის გეგმა 22 ათას 500 ლარს შეადგენდა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 21 ათას 400 ლარი შეადგინა.
ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა აუთვისებელი თანხა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ თანხებს წლის ბოლომდე აითვისებენ.