მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე - ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:20 751 ნახვა

მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორც ტელეფონით, ისე შეხვედრების სახით, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბრები იმის შესახებ რომ მასა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებაა, არის უმარტივესი სპეკულაცია.

„ეს არის ერთგვარად იმ პრობლემების გადაფარვის მცდელობა, რომელიც არსებობს „ნაცმოძრაობაში“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ეს არის უსუსური მცდელობა. თქვენ გახსოვთ უამრავი სპეკულაცია მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ისიც გახსოვთ, რომ ეს სპეკულაციები არასდროს იყო დაფუძნებული რამე მყარ ნიადაგზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ცერემონიულ ღონისძიებას არ ესწრება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, ღონისძიებები სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები.

„აქაც იგივე მიზეზია რაც 26 მაისის ღონისძიებაზე არდასწრების დროს, რეალურად არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე არც წელს და არც შარშან არ ვესწრებოდი პოლიციის დღის ცერემონიულ ღონისძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამოვხატავ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას პოლიციელების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ვნებათაღელვა პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით.

„თქვენ გახსოვთ, რომ გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ. ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? აქედან ჩანს, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. გლობალური ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა განასხვავა უკრაინა და სხვა ქვეყნები, შეიჭრა უკრაინაში და არა სხვა ქვეყანაში, იყო უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ “, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი