ბლინკენი თურქეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას 

31 მაისი 2023, 11:09 475 ნახვა

აშშ-ი მოელის, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს კვირებში დასრულდება.  ამის შესახებ  სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ  ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

ენტონი ბლინკენის თქმით, "მიზანშეწონილია", რომ ნატო-ს თითოეულმა წევრმა გამოთქვას თავისი აზრი ალიანსში ახალი წევრების გაწევრიანებაზე.

შვედეთის ნატოში უახლოეს დროში გაწევრიანების იმედი გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, რომელმაც ამ საკითხზე თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში